ოქტომბერი 23, 2026
სიახლეები უცხოეთი

ბაქომ დაგმო პარიზის განცხადებები აზერბაიჯანში მოგზაურებისთვის თითქოს არსებული რისკების შესახებ

  • სექტემბერი 18, 2026
  • 0

ოფიციალურმა ბაქომ დაგმო საფრანგეთის მხარის განცხადებები აზერბაიჯანში „თვითნებური დაკავებისა და არასამართლიანი სასამართლო განხილვის“ სავარაუდო რისკის შესახებ, რომლითაც პარიზმა ქვეყანაში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება დაასაბუთა. როგორც Report იუწყება, შესაბამისი განცხადება

ბაქომ დაგმო პარიზის განცხადებები აზერბაიჯანში მოგზაურებისთვის თითქოს არსებული რისკების შესახებ

ოფიციალურმა ბაქომ დაგმო საფრანგეთის მხარის განცხადებები აზერბაიჯანში „თვითნებური დაკავებისა და არასამართლიანი სასამართლო განხილვის“ სავარაუდო რისკის შესახებ, რომლითაც პარიზმა ქვეყანაში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება დაასაბუთა.

როგორც Report იუწყება, შესაბამისი განცხადება აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა აიჰან ჰაჯიზადემ საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის 17 სექტემბრის განცხადების საპასუხოდ გააკეთა.

ჰაჯიზადემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბაქო მსგავს განცხადებებს კატეგორიულად უარყოფს. მისი თქმით, დაუშვებელია აზერბაიჯანის კანონმდებლობის შესაბამისად ცალკეულ სისხლის სამართლის საქმეებზე მიმდინარე სასამართლო პროცესების პოლიტიკური მოტივებიდან გამომდინარე წარმოჩენა და ქვეყნის სასამართლო სისტემის საქმიანობაში ჩარევის მცდელობა.

„ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს ის ფაქტი, რომ საფრანგეთი, აზერბაიჯანის წინააღმდეგ მსგავსი ბრალდებების წაყენებისას, არ ითვალისწინებს პრობლემებს საკუთარ სამართალდამცავ და სასჯელაღსრულების სისტემებში“, — აღნიშნა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.

მან ასევე გაიხსენა საფრანგეთის მხრიდან საერთაშორისო სამართლის დარღვევის, რასიზმისა და დისკრიმინაციის გამოვლინებების, ასევე ადამიანის უფლებების შეზღუდვის ფაქტები.

„მოვუწოდებთ საფრანგეთის მხარეს, თავი შეიკავოს აზერბაიჯანის შესახებ დაუსაბუთებელი და მიკერძოებული განცხადებებისგან, პატივი სცეს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და საშინაო საქმეებს და უარი თქვას მიდგომებზე, რომლებიც ორმხრივ ურთიერთობებს ზიანს აყენებს“, — ხაზგასმით აღნიშნა ჰაჯიზადემ.