ოქტომბერი 24, 2026
სიახლეები უცხოეთი

სერგეი ლავროვმა არარატ მირზოიანს სომხეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

  • სექტემბერი 21, 2026
  • 0

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო ვაჭრობის მინისტრ არარატ მირზოიანს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მისალოცი წერილი გაუგზავნა. როგორც „არმენპრესი“ იუწყება, მისალოცი წერილი რუსეთის

სერგეი ლავროვმა არარატ მირზოიანს სომხეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო ვაჭრობის მინისტრ არარატ მირზოიანს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მისალოცი წერილი გაუგზავნა. როგორც „არმენპრესი“ იუწყება, მისალოცი წერილი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„პატივცემულო არარატ სამველის ძევ,

მიიღეთ ჩემი მილოცვა სომხეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით.

დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთ-სომხეთის მრავალმხრივი თანამშრომლობის შენარჩუნება, მათ შორის რუსეთისა და სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის აქტიური დიალოგის გაგრძელება, ჩვენი ქვეყნების ხალხების ორმხრივ ინტერესებს შეესაბამება.

გისურვებთ თქვენ და სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მთელ კოლექტივს ჯანმრთელობას, კეთილდღეობასა და წარმატებებს“, — ნათქვამია სერგეი ლავროვის მისალოც წერილში.