ოქტომბერი 24, 2026
სიახლეები უცხოეთი

აზერბაიჯანი U-15 მსოფლიო ჩემპიონატისა და ფეხბურთის ფესტივალის სტუმრებისთვის სავიზო რეჟიმს ამარტივებს

  • სექტემბერი 21, 2026
  • 0

პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა განკარგულებას უცხოელებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის სავიზო პროცედურების გამარტივების შესახებ, რომლებიც აზერბაიჯანის რესპუბლიკაში 15 წლამდე ასაკის ვაჟთა ფეხბურთში პირველი მსოფლიოს ჩემპიონატისა და ფესტივალის

აზერბაიჯანი U-15 მსოფლიო ჩემპიონატისა და ფეხბურთის ფესტივალის სტუმრებისთვის სავიზო რეჟიმს ამარტივებს

პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა განკარგულებას უცხოელებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის სავიზო პროცედურების გამარტივების შესახებ, რომლებიც აზერბაიჯანის რესპუბლიკაში 15 წლამდე ასაკის ვაჟთა ფეხბურთში პირველი მსოფლიოს ჩემპიონატისა და ფესტივალის (FIFA U-15 World Cup and Festival) ჩატარებასთან დაკავშირებით ჩავლენ.

როგორც Report იუწყება, უცხოელებსა და მოქალაქეობის არმქონე პირები აზერბაიჯანის საერთაშორისო აეროპორტებში ვიზის მიღებას 2026 წლის 22 სექტემბრიდან 5 ნოემბრის ჩათვლით შეძლებენ.

ვიზის გაცემის საფუძველი იქნება ან აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციების ასოციაციის (AFFA) ოფიციალური მოწვევა, ან დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს FIFA-ს წესების შესაბამისად ელექტრონული რეგისტრაციის სისტემის მეშვეობით აკრედიტაციის გავლას.

საგარეო საქმეთა სამინისტრო ვიზის პროცედურების გამარტივების შესახებ ინფორმაციას FIFA-ს, საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციას (IATA) და შესაბამისი უცხო ქვეყნების უწყებებს მიაწვდის.

ASAN Viza-ს სისტემის მეშვეობით ელექტრონული ვიზის მიღების შესაძლებლობის შესახებ ინფორმაცია განთავსდება საგარეო საქმეთა სამინისტროს, ასევე საზღვარგარეთ აზერბაიჯანის საელჩოებისა და საკონსულოების ვებგვერდებზე.