ოქტომბერი 24, 2026
სიახლეები უცხოეთი

სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ და შვეიცარიის ელჩმა რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები განიხილეს

  • სექტემბერი 7, 2026
  • 0

7 სექტემბერს სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ რუბენ რუბინიანმა სომხეთის რესპუბლიკაში შვეიცარიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ანდრეა ბარბარა ბაუმანი მიიღო. როგორც „არმენპრესი“ ეროვნული ასამბლეის პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება, ელჩმა

სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ და შვეიცარიის ელჩმა რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები განიხილეს

7 სექტემბერს სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ რუბენ რუბინიანმა სომხეთის რესპუბლიკაში შვეიცარიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ანდრეა ბარბარა ბაუმანი მიიღო. როგორც „არმენპრესი“ ეროვნული ასამბლეის პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება, ელჩმა რუბენ რუბინიანს სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

შეხვედრისას ხაზი გაესვა სომხეთსა და შვეიცარიას შორის დამყარებული ურთიერთობების მნიშვნელობას და მათი შემდგომი გაძლიერების აუცილებლობას, ასევე საპარლამენტთაშორისო კავშირების განვითარების მნიშვნელობას.

მხარეებმა ასევე განიხილეს რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები.