ოქტომბერი 24, 2026
სიახლეები უცხოეთი

აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკის სავალუტო რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს — 15,3 მლრდ დოლარს მიაღწია

  • სექტემბერი 7, 2026
  • 0

აზერბაიჯანის ცენტრალურმა ბანკმა აგვისტოში სავალუტო ბაზარზე ინტერვენცია განახორციელა და 1,5 მლრდ დოლარის ოდენობის უცხოური ვალუტა შეიძინა. როგორც Report ცენტრალურ ბანკზე დაყრდნობით იუწყება, ინტერვენცია სავალუტო ბაზარზე მოთხოვნაზე მიწოდების გადაჭარბების

აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკის სავალუტო რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს — 15,3 მლრდ დოლარს მიაღწია

აზერბაიჯანის ცენტრალურმა ბანკმა აგვისტოში სავალუტო ბაზარზე ინტერვენცია განახორციელა და 1,5 მლრდ დოლარის ოდენობის უცხოური ვალუტა შეიძინა.

როგორც Report ცენტრალურ ბანკზე დაყრდნობით იუწყება, ინტერვენცია სავალუტო ბაზარზე მოთხოვნაზე მიწოდების გადაჭარბების პირობებში განხორციელდა, რაც საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის პროფიციტისა და ფინანსურ სექტორში დედოლარიზაციის პროცესის გაგრძელების ფონზე მოხდა.

შედეგად, 8 თვის განმავლობაში ცენტრალურმა ბანკმა სავალუტო რეზერვები 3,8 მლრდ დოლარით (33%-ით) გაიზარდა და ისტორიულ მაქსიმუმს — 15,3 მლრდ დოლარს მიაღწია.

„არ არის გამორიცხული, რომ ბაზარზე შეძენილი უცხოური ვალუტა მომავალში სრულად ან ნაწილობრივ კვლავ მიეწოდოს ბაზარს ბალანსის უზრუნველსაყოფად, არსებული მოთხოვნის შესაბამისად“, — განაცხადეს აზერბაიჯანის ცენტრალურ ბანკში.