ოქტომბერი 23, 2026
სიახლეები უცხოეთი

სომხეთისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრებს, ნიკოლ ფაშინიანსა და ირაკლი კობახიძეს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

  • აგვისტო 27, 2026
  • 0

სომხეთისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრებს, ნიკოლ ფაშინიანსა და ირაკლი კობახიძეს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. საუბრისას მხარეებმა განიხილეს სომხეთ-საქართველოს სტრატეგიული ურთიერთობების დღის წესრიგის საკითხები, ასევე სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის მიმდინარეობა. როგორც

სომხეთისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრებს, ნიკოლ ფაშინიანსა და ირაკლი კობახიძეს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

სომხეთისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრებს, ნიკოლ ფაშინიანსა და ირაკლი კობახიძეს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. საუბრისას მხარეებმა განიხილეს სომხეთ-საქართველოს სტრატეგიული ურთიერთობების დღის წესრიგის საკითხები, ასევე სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის მიმდინარეობა.

როგორც „არმენპრესს“ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციაში განუცხადეს, ნიკოლ ფაშინიანი შეეხო მიმდინარე წლის ოქტომბერში სომხეთში დაგეგმილ ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა XVII კონფერენციას (COP17) და ირაკლი კობახიძე სომხეთში მიიწვია ლიდერთა სამიტში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც COP17-ის ფარგლებში გაიმართება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიწვევა მიიღო და სომეხ კოლეგას მადლობა გადაუხადა.