ოქტომბერი 24, 2026
სპორტი უცხოეთი

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა საფეხბურთო კლუბ „საბაჰს“ 5 მილიონი მანათი გამოუყო

  • აგვისტო 27, 2026
  • 0

საფეხბურთო კლუბ „საბაჰს“, რომელმაც უეფას ჩემპიონთა ლიგის ძირითად ეტაპზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა, აზერბაიჯანის პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონი მანათი გამოეყოფა. როგორც Report იტყობინება, შესაბამის განკარგულებას აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა საფეხბურთო კლუბ „საბაჰს“ 5 მილიონი მანათი გამოუყო

საფეხბურთო კლუბ „საბაჰს“, რომელმაც უეფას ჩემპიონთა ლიგის ძირითად ეტაპზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა, აზერბაიჯანის პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონი მანათი გამოეყოფა.

როგორც Report იტყობინება, შესაბამის განკარგულებას აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა.

ფინანსთა სამინისტროს დაევალა აღნიშნული თანხის დაფინანსების უზრუნველყოფა, ხოლო მინისტრთა კაბინეტს — განკარგულებიდან გამომდინარე საკითხების გადაწყვეტა.

აღსანიშნავია, რომ 25 აგვისტოს „საბაჰმა“ უეფას ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ორი მატჩის ჯამში (1:2, 5:2) დაამარცხა „ჰაპოელი“ და ტურნირის ძირითად ეტაპზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა.