აგვისტო 25, 2026
სიახლეები უცხოეთი

ნიკოლ ფაშინიანმა და ყასიმ-ჟომართ თოყაევმა სატელეფონო საუბარი გამართეს

  • აგვისტო 25, 2026
  • 0

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ყასიმ-ჟომართ თოყაევთან სატელეფონო საუბარი გამართა, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატი იუწყება. ფაშინიანმა ყაზახეთის პრეზიდენტს ყურულთაის არჩევნების წარმატებით ჩატარება მიულოცა. ნიკოლ

ნიკოლ ფაშინიანმა და ყასიმ-ჟომართ თოყაევმა სატელეფონო საუბარი გამართეს

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ყასიმ-ჟომართ თოყაევთან სატელეფონო საუბარი გამართა, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატი იუწყება.

ფაშინიანმა ყაზახეთის პრეზიდენტს ყურულთაის არჩევნების წარმატებით ჩატარება მიულოცა. ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ კენჭისყრის დამაჯერებელმა შედეგებმა დაადასტურა ყაზახეთის მოქალაქეების ფართო მხარდაჭერა ყასიმ-ჟომართ თოყაევის მიერ განხორციელებული რეფორმების კურსისადმი.

ყაზახეთის პრეზიდენტმა ფაშინიანს მილოცვისა და თბილი სურვილებისთვის მადლობა გადაუხადა და ყაზახეთსა და სომხეთს შორის მრავალმხრივი თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობას ხაზი გაუსვა.

ორი ქვეყნის ლიდერებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები რეგიონული სატრანსპორტო პროექტების განხორციელების მიმართულებით თანამშრომლობის შესაძლებლობებზე.

სომხეთის პრემიერ-მინისტრი და ყაზახეთის პრეზიდენტი შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში შესაბამისი შესაძლებლობების ფარგლებში დისკუსიებს გააგრძელებენ. ოქტომბერში  სომხეთში ყაზახეთის პრეზიდენტის ვიზიტია დაგეგმილი.