აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის უზბეკეთში სახელმწიფო ვიზიტთან დაკავშირებით მომზადდა ვიდეო, რომელიც სახელმწიფოს მეთაურის ტაშკენტსა და ბუხარაში გამართულ ღონისძიებებში მონაწილეობას ასახავს, იუწყება Report.
პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ მომზადებულ ვიდეოში ასახულია პრეზიდენტ ილჰამ ალიევისა და პირველი ლედი მეჰრიბან ალიევას ვიზიტი ტაშკენტში მდებარე დამოუკიდებლობის ძეგლთან, ასევე ეროვნული ლიდერის, ჰეიდარ ალიევის, ბარელიეფთან ყვავილებით შემკობის ცერემონია ჰეიდარ ალიევის მოედანზე.
კადრებში ასევე ნაჩვენებია აზერბაიჯანის პრეზიდენტის ოფიციალური დახვედრის ცერემონია ტაშკენტში, კუქსარაის სახელმწიფო რეზიდენციაში, მისი შეხვედრა უზბეკ კოლეგასთნ, შავკათ მირზიოევთან, ასევე მისი ონლაინ მონაწილეობა ერთობლივი პროექტების გახსნისა და საძირკვლის ჩაყრის ცერემონიებში.
ვიდეოში ასევე ასახულია აზერბაიჯანსა და უზბეკეთს შორის დოკუმენტების ხელმოწერისა და გაცვლის ცერემონია.
ვიდეო ასევე ასახავს ილჰამ ალიევის გაცნობას უზბეკეთის უდიდეს ურბანული განვითარების პროექტთან — „ახალი ტაშკენტი“.
კადრებში ნაჩვენებია აზერბაიჯანისა და უზბეკეთის უზენაესი სახელმწიფოთაშორისი საბჭოს მე-3 შეხვედრა, პრეზიდენტის ჯილდოების გადაცემის ცერემონია, ილჰამ ალიევისა და შავკათ მირზიოევის პრესისთვის გაკეთებული განცხადებები და ნიზამი განჯავის სახელობის ეროვნული პედაგოგიური უნივერსიტეტის გახსნის ცერემონია.
ვიდეო გრძელდება პრეზიდენტ ილჰამ ალიევისა და პირველი ლედის, მეჰრიბან ალიევას ტაშკენტიდან ბუხარაში მგზავრობის ამსახველი კადრებით.
ბუხარაში მათ დაათვალიერეს ისმაილ სამანის მავზოლეუმი, არკის ციხესიმაგრე და პოი-კალიანის კომპლექსი.