აგვისტო 24, 2026
სიახლეები უცხოეთი

სომხეთის ეროვნულ კრებაში სამთავრობო პროგრამის განხილვა 24 აგვისტოს დაიწყება

  • აგვისტო 21, 2026
  • 0

სომხეთის მთავრობის 2026-2031 წლების პროგრამის განხილვა პარლამენტში 24 აგვისტოს დაიწყება. როგორც „არმენპრესი“ იუწყება, ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული კრების თავმჯდომარემ რუბენ რუბინიანმა განაცხადა. „სომხეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის 151-ე მუხლისა

სომხეთის ეროვნულ კრებაში სამთავრობო პროგრამის განხილვა 24 აგვისტოს დაიწყება

სომხეთის მთავრობის 2026-2031 წლების პროგრამის განხილვა პარლამენტში 24 აგვისტოს დაიწყება. როგორც „არმენპრესი“ იუწყება, ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული კრების თავმჯდომარემ რუბენ რუბინიანმა განაცხადა.

„სომხეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის 151-ე მუხლისა და „ეროვნული კრების რეგლამენტის“ შესახებ საკონსტიტუციო კანონის 33-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, მეცხრე მოწვევის პირველი სესიის მორიგი სხდომა 24 აგვისტოს, 10:00 საათზე გაიმართება მთავრობის პროგრამის განსახილველად“, — ნათქვამია ეროვნული კრების თავმჯდომარის განცხადებაში.

20 აგვისტოს გამართულ სხდომაზე სომხეთის რესპუბლიკის მთავრობამ 2026-2031 წლების მთავრობის პროგრამა დაამტკიცა და პარლამენტს განსახილველად გადაუგზავნა.