აგვისტო 24, 2026
სიახლეები უცხოეთი

აზერბაიჯანში ტუროპერატორები ქვეყანაში ჩამოყვანილი ტურისტებისთვის სუბსიდიებს მიიღებენ

  • აგვისტო 20, 2026
  • 0

აზერბაიჯანში ტუროპერატორებისთვის ქვეყნის ტერიტორიაზე უცხოელი ტურისტების მოზიდვის სანაცვლოდ სუბსიდიების გაცემა იგეგმება. როგორც Report-ი იუწყება, ეს გათვალისწინებულია ტურიზმის განვითარების 2026–2030 წლების სახელმწიფო პროგრამაში, რომელიც დღეს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა

აზერბაიჯანში ტუროპერატორები ქვეყანაში ჩამოყვანილი ტურისტებისთვის სუბსიდიებს მიიღებენ

აზერბაიჯანში ტუროპერატორებისთვის ქვეყნის ტერიტორიაზე უცხოელი ტურისტების მოზიდვის სანაცვლოდ სუბსიდიების გაცემა იგეგმება.

როგორც Report-ი იუწყება, ეს გათვალისწინებულია ტურიზმის განვითარების 2026–2030 წლების სახელმწიფო პროგრამაში, რომელიც დღეს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა დაამტკიცა.

გარდა ამისა, პროგრამა ითვალისწინებს სუბსიდირების მექანიზმების შექმნას, რომლებიც დაკავშირებული იქნება საჰაერო ტრანსპორტით არარეგულარული (ჩარტერული) რეისების ორგანიზების ხარჯების ორგანიზატორებისთვის ანაზღაურებასთან, მიზნობრივი ტურისტული ბაზრების მიმართულებით დამატებითი რეგულარული ავიარეისების ორგანიზებასთან, ტურისტული მნიშვნელობის მქონე ღონისძიებების, მათ შორის კონცერტებისა და გასართობი პროგრამების ჩატარების ხარჯების ნაწილის ღონისძიებების ორგანიზატორებისთვის კომპენსირებასთან.

ასევე გათვალისწინებულია სუბსიდიური მხარდაჭერის გაწევა განთავსების ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების განმახორციელებელი ინვესტორებისა და ტურიზმის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი მიკრო და მცირე მეწარმეებისთვის.