აგვისტო 24, 2026
სიახლეები უცხოეთი

აზერბაიჯანში ეროვნული პრესის 151-ე იუბილე აღინიშნება

  • ივლისი 22, 2026
  • 0

აზერბაიჯანში დღეს ეროვნული პრესის დღე აღინიშნება. 151 წლის წინ, 1875 წლის 22 ივლისს, გამოიცა გაზეთ „ექინჩის“ პირველი ნომერი, რომელიც თავისი ეპოქის ერთ-ერთმა გამორჩეულმა განმანათლებელმა, ჰასან ბეგ ზარდაბიმ დააარსა.

აზერბაიჯანში ეროვნული პრესის 151-ე იუბილე აღინიშნება

აზერბაიჯანში დღეს ეროვნული პრესის დღე აღინიშნება.

151 წლის წინ, 1875 წლის 22 ივლისს, გამოიცა გაზეთ „ექინჩის“ პირველი ნომერი, რომელიც თავისი ეპოქის ერთ-ერთმა გამორჩეულმა განმანათლებელმა, ჰასან ბეგ ზარდაბიმ დააარსა. სწორედ ამით ჩაეყარა საფუძველი აზერბაიჯანის ეროვნულ პრესას.

„ექინჩიმ“ აზერბაიჯანულ ენაზე დემოკრატიული და სახალხო პრესის საფუძველი შექმნა. გაზეთი, რომლის სულ 56 ნომერი გამოიცა, საზოგადოების სარკედ და აზერბაიჯანული ჟურნალისტიკის სიმბოლოდ იქცა.

შემდგომ წლებში ცნობილი ინტელიგენციის წარმომადგენლების მიერ გამოცემულმა გაზეთებმა და ჟურნალებმა, როგორიცაა „ზია“, „ქეშქიული“, „შარგი-რუსი“, „ირშადი“ და „მოლა ნასრედინი“, „ექინჩის“ ტრადიციები გააგრძელეს. მათი მთავარი მიზანი საგანმანათლებლო საქმიანობა, უმეცრებისა და უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლა იყო.

აზერბაიჯანულმა პრესამ თავისი მდიდარი და ღირსეული ისტორიის განმავლობაში განვითარების რამდენიმე ეტაპი გაიარა. აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში თავისუფალი პრესისა და მიმდინარე მოვლენებისადმი ახალი მიდგომის საფუძვლები ჩამოყალიბდა.

შემდეგი ეტაპი აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის ბოლშევიკების მიერ ოკუპაციის შემდგომ პერიოდს მოიცავს. პრესის 151-წლიანი ისტორიის 70 წელი კომუნისტური დიქტატურის პერიოდს უკავშირდება. იმ დროს აზერბაიჯანული პრესა არსებულ პრობლემებზე მხოლოდ შეფარული მინიშნებებით საუბრობდა, რადგან საბჭოთა კავშირში იგი იდეოლოგიის ინსტრუმენტს წარმოადგენდა. განსხვავებული აზროვნება და წერა აკრძალული იყო.

გასული საუკუნის 90-იანი წლების მეორე ნახევრიდან აზერბაიჯანული პრესა განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. ეს დაემთხვა აზერბაიჯანის სახელმწიფოებრიობისა და დემოკრატიული სახელმწიფო მოწყობის ჩამოყალიბების პერიოდს. ამ ეტაპის საფუძველი ჩაუყარა ეროვნული ლიდერმა ჰეიდარ ალიევმა, რომელიც ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა მედიის გავლენას საზოგადოებაზე და თანმიმდევრულად ახორციელებდა ღონისძიებებს პრესისა და სიტყვის თავისუფლების განვითარების, ასევე მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაძლიერების მიზნით. დამოუკიდებლობის პერიოდში ჰეიდარ ალიევმა ასევე ხელი მოაწერა პირველ ბრძანებულებას აზერბაიჯანული პრესის შესახებ.

საერთო ჯამში, ეროვნულმა ლიდერმა პრესის პრობლემების გადასაჭრელად 10-ზე მეტ განკარგულებასა და ბრძანებულებას მოაწერა ხელი. 1999 წელს მიღებული იყო  საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კანონი „მასობრივი ინფორმაციის საშუალებების შესახებ“. ჰეიდარ ალიევის 1998 წლის 6 აგვისტოს განკარგულებით აზერბაიჯანში გაუქმდა ცენზურა.

ქვეყანაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მედიის განვითარებას, პრესისა და სიტყვის თავისუფლებას. პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა გამოსცა მნიშვნელოვანი განკარგულებები თავისუფალი პრესის განვითარების, მედიის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაძლიერებისა და ჟურნალისტების სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით – წერს Report.az