ოქტომბერი 23, 2026
სიახლეები უცხოეთი

ილჰამ ალიევი: დღეს საფრთხეები არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ იდეოლოგიური ხასიათისაცაა

  • სექტემბერი 17, 2026
  • 0

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა აღნიშნა, რომ დღეს საფრთხეები არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ იდეოლოგიური ხასიათისაცაა. როგორც Report-ი იუწყება, ამის შესახებ სახელმწიფოს მეთაურმა 17 სექტემბერს თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციის (თსო) წევრი

ილჰამ ალიევი: დღეს საფრთხეები არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ იდეოლოგიური ხასიათისაცაა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა აღნიშნა, რომ დღეს საფრთხეები არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ იდეოლოგიური ხასიათისაცაა.

როგორც Report-ი იუწყება, ამის შესახებ სახელმწიფოს მეთაურმა 17 სექტემბერს თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციის (თსო) წევრი ქვეყნების უსაფრთხოების უწყებების ხელმძღვანელებთან შეხვედრისას განაცხადა.

„რაც შეეხება იმას, რომ დღეს საფრთხეები არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ იდეოლოგიური ხასიათისაცაა, ვფიქრობ, ამაზე საუბარი ზედმეტია, ეს ყველამ ძალიან კარგად ვიცით. ჩვენი ქვეყნების თანმიმდევრული განვითარების და კონსტიტუციური წყობის დაცვის უზრუნველსაყოფად, აუცილებელია, ერთობლივად ვებრძოლოთ ჩვენი ქვეყნებისა და ხალხების წინააღმდეგ მიმართულ ყველა სახის იდეოლოგიურ დივერსიას. მათ შორის, დივერსიებს, რომლებიც ხორციელდება სხვადასხვა მედია სტრუქტურის მეშვეობით, რომლებიც, როგორც წესი, ჩვენი ქვეყნების ფარგლებს გარეთ არიან განთავსებული, თუმცა რატომღაც დაფინანსებას ცნობილი ცენტრებიდან იღებენ. ეს დაფინანსება მიმართულია ჩვენი ქვეყნების სახელმწიფო წყობის, საზოგადოებრივი თანხმობის დასუსტებისკენ, ასევე უცხო, ჩვენთვის მიუღებელი ნარატივებისა და ღირებულებების დანერგვისკენ. ამის წინააღმდეგ აზერბაიჯანში ძალიან აქტიურად ვიბრძვით და უნდა ვთქვა, რომ დიდ წარმატებებს მივაღწიეთ“, — აღნიშნა მან.