ოქტომბერი 24, 2026
სიახლეები უცხოეთი

აზერბაიჯანში აზერბაიჯანის, თურქეთისა და უზბეკეთის შეიარაღებული ძალების მონაწილეობით „ერთიანობის ძალა-2026“ სწავლება დაიწყება

  • სექტემბერი 18, 2026
  • 0

აზერბაიჯანში გაიმართება ერთობლივი სამხედრო სწავლება „ერთიანობის ძალა-2026“, რომელშიც აზერბაიჯანის, თურქეთისა და უზბეკეთის სამხედრო მოსამსახურეები მიიღებენ მონაწილეობას. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადების თანახმად, სწავლება, რომელშიც სამი ქვეყნის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები

აზერბაიჯანში აზერბაიჯანის, თურქეთისა და უზბეკეთის შეიარაღებული ძალების მონაწილეობით „ერთიანობის ძალა-2026“ სწავლება დაიწყება

აზერბაიჯანში გაიმართება ერთობლივი სამხედრო სწავლება „ერთიანობის ძალა-2026“, რომელშიც აზერბაიჯანის, თურქეთისა და უზბეკეთის სამხედრო მოსამსახურეები მიიღებენ მონაწილეობას.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადების თანახმად, სწავლება, რომელშიც სამი ქვეყნის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას, სამი ეტაპისგან შედგება.

სწავლება ჩატარდება ყარაბაღის ეკონომიკურ რაიონში მდებარე „ქიზილქაიას“ სასწავლო ცენტრში, ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში მდებარე „ყარაბაღლარის“ სასწავლო ცენტრსა და კასპიის ზღვის აზერბაიჯანის წყლებში მდებარე „ბიოიუქ-ზირას“ სასწავლო პოლიგონზე.

სწავლების ძირითად მიზნებს შორის, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ პირადი შემადგენლობა, სამხედრო ტექნიკა, საზღვაო და საჰაერო საშუალებები, ასევე უპილოტო საფრენი აპარატები, დასახელებულია ერთობლივი ოპერაციებისთვის მზადყოფნის დონის ამაღლება, ქვედანაყოფებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესება, მომზადების პროცედურების სტანდარტიზაცია და ქვედანაყოფების ახალი საბრძოლო შესაძლებლობების განვითარება.

თურქეთის შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობა და საჰაერო საშუალებები უკვე ჩავიდნენ აზერბაიჯანში სწავლებაში მონაწილეობის მისაღებად.

განცხადებაში სწავლებების დაწყებისა და დასრულების თარიღები მითითებული არ არის.