ბაქოში სახელმწიფო დაწესებულებებში 15 სექტემბრიდან, საპილოტე პროექტის ფარგლებში, ორი თვის ვადით მუშაობის ახალი გრაფიკი ამოქმედდება.
როგორც Report შრომისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სამინისტროსზე დაყრდნობით იუწყება, ახალი გრაფიკი გავრცელდება სახელმწიფო დაწესებულებებზე, ასევე სახელმწიფოს მონაწილეობით შექმნილ იურიდიულ პირებსა და სახელმწიფოს სახელით დაფუძნებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე, რომლებიც ბაქოსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე მდებარეობენ.
სამუშაო დრო სამი რეჟიმით განისაზღვრება: 08:00–17:00, 09:00–18:00 და 09:30–18:30. თითოეულ რეჟიმში დასაქმებული თანამშრომლების რაოდენობა არანაკლებ 30% უნდა იყოს. საპილოტე პერიოდის განმავლობაში შესაბამისი სახელმწიფო უწყებები სატრანსპორტო დატვირთვას შეაფასებენ, ხოლო ანალიზის შედეგების საფუძველზე მუშაობის რეჟიმთან დაკავშირებით საბოლოო წინადადებები მომზადდება.
აღსანიშნავია, რომ სამუშაო გრაფიკის ორგანიზება გათვალისწინებულია ბაქოსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების 2025–2030 წლების სახელმწიფო პროგრამით, რომელიც აზერბაიჯანის პრეზიდენტის განკარგულებით დამტკიცდა.