ოქტომბერი 24, 2026
სიახლეები უცხოეთი

ალიევმა ბაქოსა და ერევანს შორის ხანგრძლივი მშვიდობის დამყარების იმედი გამოთქვა

  • სექტემბერი 15, 2026
  • 0

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა გამოთქვა რწმენა, რომ ბაქოსა და ერევანს შორის ხანგრძლივი მშვიდობა დამყარდება. თურქულ სახელმწიფოთა ორგანიზაციის  ქვეყნების მუსლიმთა რელიგიური სამმართველოების ხელმძღვანელთა საბჭოს VII სხდომაზე გამოსვლისას მან განაცხადა,

ალიევმა ბაქოსა და ერევანს შორის ხანგრძლივი მშვიდობის დამყარების იმედი გამოთქვა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა გამოთქვა რწმენა, რომ ბაქოსა და ერევანს შორის ხანგრძლივი მშვიდობა დამყარდება. თურქულ სახელმწიფოთა ორგანიზაციის  ქვეყნების მუსლიმთა რელიგიური სამმართველოების ხელმძღვანელთა საბჭოს VII სხდომაზე გამოსვლისას მან განაცხადა, რომ ომი შეჩერებულია, თუმცა ბაქო არ დაივიწყებს იმას, რაც ოკუპაციის წლებში ხდებოდა.

„დიახ, დღეს მშვიდობაა, ომი შეჩერებულია. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარეობს სამშვიდობო პროცესი და დარწმუნებული ვარ, რომ ის ხანგრძლივი იქნება. ყოველ შემთხვევაში, ასეთია აზერბაიჯანის სახელმწიფოს პოზიცია“, — განაცხადა ალიევმა.

ამასთან, აზერბაიკჯანის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი არ დაივიწყებს იმას, რაც ოკუპაციის წლებში ხდებოდა.

„ჩვენ არ დავივიწყებთ ხოჯალის მსხვერპლს, განადგურებულ მეჩეთებს, შეურაცხყოფილ კულტურულ კერებს “, — აღნიშნა სახელმწიფოს მეთაურმა.

ალიევმა განაცხადა, რომ ეს მეხსიერება „არ მოგვცემს საშუალებას, კვლავ მოვტყუვდეთ ტკბილი სიტყვებით“ და ხელს შეუშლის „აზერბაიჯანელი ხალხის წინააღმდეგ რაიმე მზაკვრული გეგმის“ განხორციელებას.

მისი თქმით, მიუხედავად ყველა ტანჯვისა და გენოციდისა, აზერბაიჯანს არ განუხორციელებია ქმედებები სომხეთისა და სომეხი ხალხის წინააღმდეგ — „აზერბაიჯანმა ბრძოლის ველზე იძია შური“.